კარლ ცაისის რეფრაქციული ქიურგიის კავკასიის რეგიონალური რეფერენტული ცენტრი

კარლ ცაისის რეფრაქციული ქიურგიის კავკასიის რეგიონალური რეფერენტული ცენტრი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0112 გორგასალის ქ 71

კომპანია ოპტეკმა და კარლ ცაისმა თბილისში გახსნა კავკასიის რეფრაქციული ქირურგიის რეფერალური ცენტრი. 

2011 წლის 8 დეკემბერს საქართველოში გაიხსნა კავკასიის კარლ ცაისის რეფრაქციული ქირურგიული ცენტრი ნიუ ფოსპიტალის ბაზაზე. კომპანია ოპტეკის სპეციალისტები კარლ ცაისის ექსკლუზიური წარმომაგენლები არიან საქართველოში, რომლებმაც რესპუბლიკაში პირველებმა დაამონტაჟეს ფემტოსეკუნდ ლაზერი VisuMax.

ქართველ პაციენტებს აღარ უწევთ მხედველობის ლაზერული კორექციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება და იქ მკურნალობა, აქ არა მარტო კავკასიის რეგიონის არამედ სხვა რეგიონების მცხოვრებლებიც სარგებლობენ სრული ოფთალმოლოგიური სერვის მომსახურებით.
რეფერალური ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო თბილისის მერი გიორგი უგულავა, ოპტეკის გენერელური დირექტორი მაქსიმ იგელნიკი, კარლ ცაისის წამომადგენლები: ცაისის საერთაშორისო ბიზნეს დირექტორი რეტინალური დიაგნოსტიკისა და გლაუკომის მკურნალობის მიმართულებით - მარტინ ჰირში და ევროპისა და აფრიკის დისტრიბუციური დეპარტამენტის დირექტორი მიქაელ ჰუბენზაკი.

წარმომადგენლობითი ცენტრი მდებარეობს მულტიპროფილურ კლინიკა ში , ნიუ ჰოსპიტალში, რომელიც გაიხსნა თბილისში 2011 წელს. ქირურგები, რომლებსაც მოუწევთ ლაზერ VisuMax™-თან მუშაობა , გაიარეს სწალება ევროპის წამყვან კლინიკებში და აქვთ მაღალი კვალიფიკაცია. „ თბილისში ჩვენ გავიცანით მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ვიხილეთ კლინიკის შესანიშნავი მომზადება, რომელსაც ეჭვგარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ კარლ ცაისის რეფერალური ცენტრი“,-თქვა მარტინ ჰირშმა, კარლ ცაისის ვიცე-პრეზიდენტმა.-კარლ ცაისი გააგრძელებს თანამშრობლობას კლინიკასთან, მათ შორის კადრების მომზადებაშის საკითხშიც.

ფემტოსეკუნდ ლაზერი VisuMax™ დაიდგა კომბინაციაში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ექსიმერულ ლაზერთან ერთად MEL 80 (მწარმოებელი კარლ ცაისი). ლაზერის ამ პალეტში ასევე შედის კარატოპლასტიკისა და რკალების ფორმირების მოდულები , რაც ზრდის მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობას კლინიკაში.
„ჩვენ ვხსნით ამიერკავკასიის რეფრაქციულ ქირურგიულ ცენტრს“- განაცხადა მაქსიმ იგელნიკმა, ოპტეკის გენერელურმა დირექტორმა. – „თანამედროვე, საუკეთესო ტექნოლოგიური მიღწევები პირდაპირ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და ამიტომ ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს კავკასიის რეგიონის მცხოვრებთათვი“,-დაამატა მან.
დღეს მთელს მსოფლიოში, მხედველობის ლაზერული კორექცია გახდა ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში სტანდარტი და ახლომხედველობის,ასტიგმატიზმის და სხვადასხვა ანომალიების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პროცედურა.

რეფერალური ცენტრის გახსნაზე მასტერკლასები ჩაატარა ოფთალმოლოგიაში აღიარებულმა მკვლევარმა და ექსპერტმა ლაზერულ კორექციის სფეროში იგორ სოლომატინმა. გახსნის დღეს ჩატარდა წარმატებული ოპერაცია femto-LASIK ის მეთოდით. (ფემტოსეკუნდის ლაზერით რქოვანას ლასკუტის ფორმირება)

კომპანია კარლ ცაისის ლაზერი VisuMax™- ეს არის რეფრაქციული ქირურგისს თანამედროვე ინსტრუმენტი, რომელიც საშუალება სგვაძლევს თავიდან ავიცილოთ სკალეპელის ან მექანიკური მიკროკერატომის გამოყენება. ლაზერული გამოსხივება არის ძალიან მოკლე იმპულსების სახით 220-580 fs, რომელის შედეგადაც მიიღწევა მაღალი სიმკვრივის ენერგია და ლაზერული გამოსხივების ფოკუსირების ზონაში ბოილოგიური ქსოვილი გადაიქცევა გაზისებრ პლაზმად. ასე ხდება რქოვანას ზედაპირის უმტკივნეულო გამოცალკევება. ამ პროცედურამ მიიღო სახელწოდება ფემტოსეკუნდის ლაზერის განაკვეთი . VisuMax™ – ის კონკურენტული და განმასხვავებელი ნიშანი ეს არის მხედველობის სრული ფემტო კორექცია და , რაც თავიდან გვაცილებს განმეორებით ოპერაციის საჭიროებას ექსიმერზე. 

ნიუ ჰოსპიტალი არის თანამედროვე სამედიცინო ცენტრი რომელიც თბილისში 2011 წელს გაიხსნა. საავადმყოფოში არის შვიდი ოპერაციული განყოფილება: ნეოროქირურგიული, კარდიოქირურგიული, ოფთალმოლოგიური, ზოგადი ქირურგიული, უროლოგიური, ორთოპედიული, ტრამვატოლოგიური და ენდოვიდეოქირურგია. კლინიკა თავაზობს ყოველდღიურ მაღალი დონის სამედიცინო დახმარებას ათასზე მეტ პაციენტს. 

ყველა რეფერენტული ცენტრი