2017

თბილისში განიხილეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

თბილისში განიხილეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

13.04.2017

6 აპრილს თბილისში გაიმართა კონფერენცია „ინტრაოპერაციული სხივური თერაპია ინტრაბიმით“.

კონფერენცია ეძღვნებოდა იტრაბიმის გამოყენების გამოცდილებას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს: ძუძუს კიბო, ტვინის სიმსივნე, აბდომინალური სიმსივნე, კოლორექტალური სიმსივნე და კანის კიბო.
კონფერენციაში მონწაილეობა მიიღეს ონკოლოგებმა, რადიოლოგებმა, ფიზიკოსებმა, ნეიროქირურგებმა და ასევე ონკოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებმა.




კონფერენციის ორგანიზატორი იყო კომპანია ოპტეკ გრუპი. მისასალმებელი სიტვით გამოვიდა ოპტეკ გრუპის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ლომუაშვილი და ოპტეკ გრუპის გენერალური მმართველი მაქსიმ იგელნიკი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს კომპანია Carl Zeiss Meditec ის ვიცე პრეზიდენტმა რადიოთერაპიპის მიმართულებით მათიას ალგჰრიმმა და მიმართულების სპეციალისტებმა ვ. სტოიმენოვმა და მ. ბენკერმა.



ინტრაბიმის ონკოლოგიაში გამოყენების გამოცდილებით კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ქართველი პრაქტიკოსი ექიმები: რადიოონკოლოგი ნატალია ჯანყარაშვილი და სამედიცინო ფიზიკოსი მაია ტოპეშაშვილი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა კომპანია ოპტეკ გრუპს მასზედ , რომ პროფესორ მიხელი ჯანჯალიას ხელმძღვანელობით განხორციელებული იქნა ასეთი ინოვციური პროექტიონკოლოგიურ სფეროში. მან აღნიშნა , რომ ეს იყო ინტრაბიმის პირველი პროექტი კავკასიისა და აზიის ქვეყნებში.



მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მთავარ მეთოდად მიჩნეულია კომპლექსური მიდგომა: დისატნციური სხივური თერაპია, როგორც წინასაოპერაციო ისე პოსტოპერაციული, ასევე ქირურგიული ჩარევა ქიმიოთერაპიასთან ერთად. ეს მეთოდი კარგადაა შესწავლილი და ფართოდ გამოიყენება ონკოლოგიურ პრაქტიკაში. ბოლო ათწლეულის მანძლზე კი სულ უფრო აქტიურად გამოიენება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინტრაოპერაციული სხივური თერაპია ინტრაბიმით, როგორც უფრო დამზოგველი და ეფექტური მეთოდი, Carl Zeiss ის წარმოების აპარატი INTRABEAM® არის ინოვაციური სისტემა რომელიც სპეციალურად შექმნილია ამ მიზნებისათვის.

INTRABEAM® ში გამოიყენება დაბალ ენერგიული ფოტონური -რენტგენული გამოსხივება , რომელიც მიმართულია უშუალოდ სიმსივნის სარეცელისაკენ. ეს უზრუნველყოფს ლოკალურ და მაღალეფექტურ თერაპიას. ფოტონების მაღალი სამკურნალო თვისება განპირობებულია ქსოვილებში მათი მკვრივი იონიზაციის უნარით. ამავ დროულად მათი დაბალი შეღწევადობა და დაბალი ენერგა ნადგურდება მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს და ჯანმრთელი ქსოვილი დაცულია.

ყველა სიახლე